Image 0
Image 1
Image 2
Image 3
Image 4
Image 5
Image 6
Image 7
Image 8
Image 9
Image 10
Image 11
Image 12
Image 13
Image 14
Image 15
Image 16
Image 17
Image 18
Image 19
Image 20
Image 21
Image 22
Image 23
Logo
მოძებნე კურორტი საქართველოში

პროექტები

Project Image

იმერეთი

15 Aug 2023

წყალტუბოს სპა პარკი

წყალტუბოს სპა პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, იმერეთის რეგიონი. წყალტუბო ესაზღვრება ქალაქ ქუთაისს, რომელიც თავისმხრივ მესამე ყველაზე დიდი ქალაქია საქართველოში, თბილისის და ბათუმის შემდეგ. ქალაქი წყალტუბო არის ისტორიული სპა დანიშნულების ადგილი. საბჭოთა კავშირის პერიოდში, წყალტუბო ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბალნეოლოგიურ კურორტად. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, წყალტუბოს ყოველწლიურად დაახლოებით 100 ათასზე მეტი დამსვენებელი სტუმრობდა. წყალტუბოს მთავარ ღირებულებად ითვლება რადონის წყლების ბუნებრივი რესურსი, რომელიც გამოირჩევა ფიზიო-ქიმიური თვისებებით. რადონული წყლის ბუნებრივი ტემპერატურა 33-35 გრადუსია, წლის ნებისმიერ დროს. რადონის წყლებს გააჩნია უნიკალური სამკურნალო მახასიათებლები, რომლებიც ათეულობით სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ქალაქი წყალტუბო შედარებით პატარა ზომის ქალაქია. ცენტრალური პარკის გარშემო სანატორიუმების სარტყელია, რომლის გარეთაც უკვე საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები გვხვდება. წყალტუბოში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი არაფუნქციონირებადია.
ვრცლად
Project Image

სამეგრელო - ზემო სვანეთი

25 Aug 2023

ტობავარჩხილის ტბები

ტობავარჩხილის ტბები ადმინისტრაციულად მიეკუთვნება სამეგრელო-ზემო სვანეთის წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს აღმოსავლეთით მარტვილის, სამხრეთით ზუგდიდის, ჩრდილოეთით მესტიის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, ხოლო დასავლეთით - აფხაზეთის ავტონომიური რესპლუბლიკა. ტობავარჩხილის ტბებზე ასასვლელი ძირითადი მარშრუტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან იწყება, თუმცა ასევე არსებობს ტბებამდე მიმავალი ბილიკები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურიდან და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშიდან. სოფელ მუხურთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი ქალაქია ზუგდიდი, ხოლო ყველაზე ახლომდებარე აეროპორტი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. დედაქალაქიდან მუხური 327 კმ-ით არის დაშორებული. ტობავარჩხილის ტბებიდან მთავარი მიზიდულობის წერტილია დიდი ტობავარჩხილის ტბა, იგივე დიდი ტობა, რომელიც ზღვის დონიდან 2,650 მ სიმაღლეზე მდებარეობს. დიდი ტობას გარდა, ტობავარჩხილის ტბებში მოიაზრება: ოხოჯეს იგივე პატარა ტობა, ოკარეს ტობა, დიდიღელეს ტობა, კალალიშ ტობა, და წაქაწყარიშ ტობა.
ვრცლად
Project Image

სამცხე-ჯავახეთი

14 Mar 2023

აწყურის ციხე

აწყურის ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 924 მ სიმაღლეზე მდებარეობს (გეოგრაფიული კოორდინატები: 41°43'41.56"N 43° 9'56.64"E). ციხესთან მისვლა შესაძლებელია საავტომობილო მაგისტრალიდან, მდინარე მტკვარზე არსებული საავტომობილო ხიდის გადაკვეთით. ციხე ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან იხსენიება. ციხე იდეალურად არის შერწყმული კლდოვან რთულ რელიეფს, მასში შესვლა მხოლოდ ვიწრო გვირაბით არის შესაძლებელი. ციხის ტერიტორია სხვადასხვა დროის მრავალ სამშენებლო ფენას მოიცავს. ამჟამად მიმდინარეობს ციხის საკონსერვაციო სამუშაოები. აწყურის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. აწყურის ციხის ტერიტორიაზე ამჟამად ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის, მიმდინარეობს ციხის სარესტავრაციო სამუშაოები. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აწყურის საგუშაგოს არეალში არის მარკირებული საფეხმავლო მარშრუტი.ციხის მიმდებარედ სოფელ აწყურში ფუნქციონირებს რამდენიმე მცირე მარკეტი, საოჯახო სასტუმრო და კვების ობიექტი.
ვრცლად
Project Image

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

23 Oct 2023

ღომას მთა

ღომას მთა აჭარაში, შუახევისა და ქედას მუნიციპალიტეტებში მდებარეობს, აჭარაშავშეთის ქედის ერთ განშტოებაზე. საჯარო რეესტრის მიხედვით, ღომას დასახლება (იაილა ღომა) შუახევის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ხვდება, ხოლო ღომას მთის ნაწილი, ისევე როგორც წინაველას მთა ქედას მუნიციპალიტეტის საზღვრებშია. ღომას ტერიტორია ზღვის დონიდან 1,900 მეტრიდან იწყება და 2,400 მეტრამდე აღწევს. საკვლევ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელია თბილისიდან ახალციხე-ადიგენი-გოდერძის უღელტეხილის გავლით 6 საათსა და 45 წუთში (322 კმ). დაახლოებით იმავე დროშია შესაძლებელი ბათუმის გავლითაც წვდომა, თუმცა სამანქანო დისტანცია ამ შემთხვევაში 429 კმ-ს შეადგენს. ქალაქ ბათუმიდან წვდომა ღომას მთაზე 2 საათზე ნაკლებშია შესაძლებელი.
ვრცლად
Project Image

ქვემო ქართლი

12 May 2023

ჩერეპანოვსკოე / ნადარბაზევის ტბა

ჩერეპანოვსკოეს (ნადარბაზევის, მთვარის ტბა) მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ირაგის თემის ფარგლებში, სოფელ ჯიგრაშენის ჩრდილოეთით, სოფლის კუთვნილი სავარგულების მახლობლად, ზღვის დონიდან 1420 მეტრზე. თითქმის სრულად დაჭაობებული ტბა საკმაოდ მოშორებულია დასახლებული პუნქტებიდან.ტბის ქვაბულის ფართობი არის 1,83 კმ2, მაქსიმალური სიგრძე 608 მეტრი, ხოლო მაქსიმალური სიგანე 308 მეტრი. დღეისათვის, ჩერეპანოვსკოეს (ნადარბაზევის) ტბის წყალი ძირითადად გამოიყენება სამეურნეო მიზნებისათვის (შინაური ცხოველების წყლის დასალევად). ამასთანავე, ტბასთან მდებარეობს ცხვრის გადასარეკი ცენტრალური გზაც.ტბის სიახლოვეს მდებარეობს მდინარე „ასლანკა“, რომლის ძველი სახელია „ტორნე“. XIX საუკუნეში ხეობაში ჩასახლებულმა ეთნიკურად რუსებმა მდინარეს „ასლანკა“ უწოდეს. ვახუშტი ბაგრატიონი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ში წერს: „...ერთვის ქციას ჴევი ტორნე, ირაგის ჴეობის მდინარე. გამოსდის ბენდერის მთას, მოდის სამჴრით. არამედ ჴეობა ესე არს ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირ-ფრინვლიანი, მოსავლიანი, გარნა ბენდერის მთის კერძოდ, ვითარცა სხუა მთის ალაგნი.ჩერეპანოვსკოეს (ნადარბაზევის) ტბის ჩრდილოეთით, თეთრიწყარო-ივანოვკის გზაზე მდებარეობს IX-X საუკუნეებით დათარიღებული ნადარბაზევის სასახლე, ვახუშტი ბატონიშვილი მას თამარ მეფის ნასასახლევს უწოდებს. ნადარბაზევის სასახლის კომპლექსი განლაგებულია შემაღლებულ ადგილზე, გარს ერტყა გალავანი. შემორჩენილია სასახლისა და საცხოვრებელი სახლის ნანგრევები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნადარბაზევში აღმოჩენილია წყალსადენი, რომლის სათავე სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მილსადენი სასახლის გალავანს ჩრდილოეთიდან ადგება, გაედინება მის ქვეშ, მიემართება ზედა მხარისაკენ, უვლის სასახლეს სამხრეთის მხრიდან და ახლოს მდებარე აგურის შენობასთან იკარგება. იგი შედგენილია ცალკეული კერამიკული მილებისაგან. წყალსადენი აგებულია მძლავრი ჭავლის პრინციპზე, რაც მილსადენის კვეთის თანდათანობით შემცირებითაა მიღწეული. წყლის წნევის დასაძლევად მილების კვეთის სისქე თანდათან იზრდება. მილსადენის მოსაწყობად ნიადაგსა და კლდეში ქვის ფილებით შემოღობილი არხია გაჭრილი, რომელიც დუღაბის სქელი ფენითაა ამოლესილი. მილებს ზემოდან ქვიშის ფენა ფარავდა, რომელიც მომწვანო ფერის ფილაქნითაა გადახურული. წყალსადენი აგებული უნდა იყოს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. ჩერეპანოვსკოეს (ნადარბაზევის) ტბის წყლის რეგულირების საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია წყალსადენის აღდგენა.
ვრცლად
მოძებნე

კურორტები საქართველოში

აირჩიეთ
რეგიონი
დამატებითი ფილტრი

სიახლეები

სიახლეები

2025 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო მართავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“. კონფერენციის მიზანია, საქართველოს კურორტების განვითარების ხელშეწყობა, სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტების ჩართულობა საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმისა და კურორტების სამომავლო განვითარებაში. აღნიშნული კონფერენცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ კვლევები, ახალი იდეების საფუძველზე შექმნან პროექტები და მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმის და კურორტების განვითარების ხელშეწყობაში. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული.კონფერენციის თეზისები უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემას. კონფერენციის თემატური მიმართულებები• საქართველოს კურორტებზე არსებული მდგომარეობა • საქართველოს კურორტების თანამედროვე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები მდგრადი განვითარების კონცეფციის გათვალისწინებით• სახელმწიფო და კერძო სექტორის როლი კურორტების განვითარებაში თეზისების წარდგენის პირობები: თეზისის დამუშავება და კონფერენციის თემის წარდგენა სტუდენტს შეეძლება ინდივიდუალურად. სტუდენტი ირჩევს ხელმძღვანელს, რომელიც დაეხმარება საკონფერენციო თემის სახელწოდების შერჩევასა და მის დამუშავებაში. თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას და წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის (word) დოკუმენტში; ფონტები - sylfaen; ფონტის ზომა - 11 (სათაურებისთვის დასაშვებია ფონტის ზომა გაიზარდოს 12-მდე); მანძილი სტრიქონებს შორის 1.5.თეზისების ძირითად ტექსტში არ გამოიყენოთ ფოტოები/გრაფიკები/ცხრილები. საჭიროების შემთხვევაში, ფოტოები/გრაფიკები/ცხრილები წარმოადგინეთ დანართის სახით.თეზისები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:უმაღლესი სასწავლებლის დასახელებათემის დასახელებაავტორის სრული სახელი და გვარი სწავლების საფეხურიხელმძღვანელის სახელი, გვარი და აკადემიური ხარისხიავტორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტა)თეზისი (ძირითადი ტექსტი). თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 3 ნოემბერი, 18:00 საათი. კონფერენციის თეზისები უნდა გაიგზავნოს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ელ.ფოსტაზე info@resorts.gov.ge ელ.ფოსტის საგანში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს კონფერენციის დასახელება.პირველ ეტაპზე სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ შერჩეული ჟიური გამოავლენს 15 საუკეთესო თეზისს. აღნიშნული ნაშრომები გამოქვეყნდება სააგენტოს მიერ მომზადებულ ელექტრონულ ჟურნალში. კონფერენციაში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს. თეზისი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: თემის აქტუალურობაკვლევის კომპონენტითემის ინოვაციურობასაერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვადასკვნები და რეკომენდაციები დასკვნით ეტაპზე, 2025 წლის 20 ნოემბერს, 10 საათზე, ჩატარდება კონფერენცია და 15 საუკეთესო თეზისის ავტორი წარდგება ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე. გამოვლინდებიან I, II და III ადგილზე გასული სტუდენტები, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. კონფერენცია გაიმართება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის გამზირი N7). დასწრება თავისუფალია.
ვრცლად
საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლელა ფოცხვერაშვილმა და სააგენტოს ექსპერტმა ხათუნა საგანელიძემ ქალთა და ახალგაზრდა მეწარმეთა საერთაშორისო სამიტში (International Women & Young Entrepreneurs Summit – IWYE’25) მიიღეს მონაწილეობა, სადაც ეკონომიკურ ცხოვრებასა და რეგიონული განვითარების პროცესებში ქალებისა და ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლზე იმსჯელეს.ქალთა გაძლიერებისა და კურორტების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლელა ფოცხვერაშვილი და ექსპერტი ხათუნა საგანელიძე სამიტის ორგანიზატორების მიერ სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.„სამიტმა შესაძლებლობა მოგვცა გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება და ერთობლივად გვემუშავა იმ მიმართულებებზე, რაც თერმულ და საკურორტო სექტორში ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობას აძლიერებს“, – აღნიშნა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლელა ფოცხვერაშვილმა. მისივე თქმით, IWYE’25-სამიტში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კურორტების განვითარების სააგენტოს მზაობას, აქტიურად ჩაერთოს ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების საერთაშორისო პროცესებში და ქვეყნის საკურორტო სექტორის განვითარების პოტენციალი გლობალურ დონეზე წარმოაჩინოს.ღონისძიების ფარგლებში, რომელიც თურქეთის საკურორტო თერმულ ქალაქ აფიონკარაჰისარში გაიმართა, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებთან და თერმული კურორტების წარმომადგენლებთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
ვრცლად
საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლელა ფოცხვერაშვილმა, წყლისა და ურბანული განვითარების ფორუმში (AWUF 2025) მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართა. ფორუმი წყლისა და ურბანული განვითარების სფეროში არსებული გამოწვევებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების განხილვას, ქვეყნებს შორის ცოდნის გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის მოადგილე ADB-ის რეგიონულ დირექტორებს შეხვდა, სადაც საქართველოს კურორტების განვითარების მიზნით აზიის განვითარების ბანკთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო პროექტები განიხილეს. ასევე, გაიმართა შეხვედრები წყლის რესურსების გამოყენების, ურბანული განვითარების, ლანდშაფტის დიზაინის, ციფრული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან. წყლისა და ურბანული განვითარების ფორუმმა, 73 ქვეყნიდან 600-ზე მეტ დელეგატს მოუყარა თავი, მათ შორის, ინდუსტრიის ლიდერებს, ADB-ის პარტნიორი ქვეყნების საკონსულტაციო კომპანიების, დიპლომატიური მისიების, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ფორუმის ფარგლებში, დისკუსიები გაიმართა ურბანული განვითარების, წყლის რესურსების მართვის, მდგრადი ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე აზიის განვითარების ბანკის მმართველ გუნდთან, სხვადასხვა სექტორის ლიდერებთან და განვითარების საერთაშორისო პარტნიორებთან.
ვრცლად
ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) მხარდაჭერით, საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტო „მწვანე სპა პროექტის“ (GreenSpas) მონაწილე და პარტნიორი ქვეყანა გახდა. GreenSpas პროექტი კლიმატის ცვლილების გამოწვევის წინაშე მყოფი ევროპის თერმული სპა ქალაქებისა და რეგიონების საჯარო პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. საქართველოსთან ერთად, პროექტში ავსტრიის, პოლონეთის, პორტუგალიის, ლიეტუვის, იტალიის და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების სახელმწიფო ორგანიზაციები და ასოციაციები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ კურორტების განვითარების სააგენტო 2024 წლიდანაა ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრი. კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, GreenSPAs - ში სააგენტოს მონაწილეობა საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების მდგრად განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს. „ეს საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ გაეცნოს ევროპული ქვეყნების სპა ინდუსტრიების გამოცდილებას მდგრადი განვითარების მიმართულებით. მათ შორის, როგორია მათი ხედვა როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის, ასევე მზარდ გლობალურ მოთხოვნების ადაპტირების კუთხით. პროექტის ფარგლებში სააგენტო შეძლებს, უფრო ნაყოფიერად ითანამშრომლოს ევროპის წამყვან ორგანიზაციებთან საქართველოს სპა კურორტების მეტად განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის, როგორც განვითარებული სპა - მომსახურების მქონე ქვეყნის ცნობადობას გაზრდის კუთხით,“ - აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა. პროექტის ფარგლებში, კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაცია, EHTTA-ს დაფინანსებით, ავსტრიის სპა ქალაქ ბადენ ბეი ვიენში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც სპა ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს, ტრადიციული ბალნეოლოგიური კურორტის მდგრად ტურიზმთან თანხვედრას და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე პრეზენტაციებს დაესწრო. ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრები კურორტ ბადენ ბეი ვიენის მერთან, კარმენ ჯეიტლერ ჩინჩელთან, კურორტოლოგიის დარგის წამყვან ექსპერტებთან, ასევე, ავსტრიის სპა-ცენტრებისა და ჯანმრთელობის კურორტების ასოციაციის პრეზიდენტთან სტეფან ზირუჩეკთან, ბადენის ტურიზმის მენეჯმენტის დირექტორთან კლაუნს ლორენცთან და სხვ.
ვრცლად
კურორტების განვითარების სააგენტოს მოწვევით, ფრანგული კომპანია „გრანდ მასივის“ დელეგაცია საქართველოს საკურორტო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანია „გრანდ მასივი“ ( Grand Massif Domaines Skiables -GMDS) საფრანგეთში კურორტების მართვის ხუთეულში შედის. სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, ფრანგული კომპანია ქართველ კოლეგებს კურორტების განვითარების მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებს, მონაწილეობას მიიღებს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებასა და ერთობლივი პროექტების მომზადებაში. როგორც სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა განაცხადა, საქართველოს საკურორტო ინფრასტრუქტურის შესასწავლად და შესაფასებლად ისეთი რესპექტაბელური კომპანიის ჩამოსვლა, როგორიცაა ფრანგული „გრანდ მასივი“, ხელს შეუწყობს საქართველოს კურორტებზე ევროპული სტანდარტების დანერგვასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. „საქართველოში ბევრი საერთაშორისო მასშტაბის საკურორტო ზონაა, რომელთაც განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი მენეჯმენტი სჭირდება. ფრანგული კომპანია „გრანდ მასივის“ მაღალი რანგის სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფის, რომელსაც თავის სამშობლოში დიდი აღიარება აქვს, საქართველოში ვიზიტმა შესაძლებელი მოგვცა ფრანგ კოლეგებთან დაგვეორგანიზებინა ქართული კურორტების მმართველი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრები. ცოდნისა და თანამედროვე სტანდარტების გაზიარებასთან ერთად, ამ ვიზიტმა ახალი ინიციატივების დაწყებას ჩაუყარა საფუძველი,“ - აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა. ვიზიტის ფარგლებში, „გრანდ მასივის“ ჯგუფის წევრებმა შეხვედრები გაიმართეს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში, დაშბაშის კანიონის მმართველ კომპანიაში, მთის ტრასების სააგენტოს, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან და სხვა კურორტების მმართველ კომპანიების წარმომადგენლებთან. ქვეყნის საკურორტო პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით, GMDS - ის ექსპერტებმა მაღალმთიანი აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი, შუამთის ტბები, სოფელი ჯინალი და სოფელი ჩირუხი მოინახულეს
ვრცლად

პარტნიორი ორგანიზაციები

Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia