2025 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო მართავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“.
კონფერენციის მიზანია, საქართველოს კურორტების განვითარების ხელშეწყობა, სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტების ჩართულობა საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმისა და კურორტების სამომავლო განვითარებაში. აღნიშნული კონფერენცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ კვლევები, ახალი იდეების საფუძველზე შექმნან პროექტები და მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმის და კურორტების განვითარების ხელშეწყობაში.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული.
კონფერენციის თეზისები უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემას.
კონფერენციის თემატური მიმართულებები
• საქართველოს კურორტებზე არსებული მდგომარეობა
• საქართველოს კურორტების თანამედროვე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები მდგრადი განვითარების კონცეფციის გათვალისწინებით
• სახელმწიფო და კერძო სექტორის როლი კურორტების განვითარებაში
თეზისების წარდგენის პირობები:
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 3 ნოემბერი, 18:00 საათი. კონფერენციის თეზისები უნდა გაიგზავნოს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ელ.ფოსტაზე info@resorts.gov.ge ელ.ფოსტის საგანში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს კონფერენციის დასახელება.
პირველ ეტაპზე სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ შერჩეული ჟიური გამოავლენს 15 საუკეთესო თეზისს.
აღნიშნული ნაშრომები გამოქვეყნდება სააგენტოს მიერ მომზადებულ ელექტრონულ ჟურნალში.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.
თეზისი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
დასკვნით ეტაპზე, 2025 წლის 20 ნოემბერს, 10 საათზე, ჩატარდება კონფერენცია და 15 საუკეთესო თეზისის ავტორი წარდგება ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე.
გამოვლინდებიან I, II და III ადგილზე გასული სტუდენტები, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
კონფერენცია გაიმართება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის გამზირი N7).
დასწრება თავისუფალია.