პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია - "კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები" გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა - ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
კონფერენციას დაესწრო 350-მდე მონაწილე და მოხსენებები გააკეთეს მსოფლიოს ისეთმა წამყვანმა ექსპერტებმა, როგორებიც არიან: მარკოს დანასი -ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) ვიცე-პრეზიდენტი; მედიცინის დოქტორი ლადისლავ შპიშაკი -კარლოვი ვარის ბალნეოლოგიის ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე; დოქტორი ჟერარ ანდრე -Tempo Hospitality Consulting S.A.-ს მმართველი დირექტორი და სხვა 10-მდე საერთაშორისო ექსპერტმა.
„დღევანდელი ღონისძიება გამორჩეულია, რადგან კონფერენციაზე წარმოდგენილნი არიან სახელმწიფო, კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. ასეთი მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარება გამოწვევების გადაჭრის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის. დარწმუნებული ვარ, რომ კურორტების განვითარება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და დღევანდელი კონფერენციაც ერთ-ერთი შესაძლებლობაა კურორტების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, რათა მომავალ თაობას ეს სიმდიდრე შევუნარჩუნოთ. მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა პოზიტიური ცვლილებების საწინდარი იქნება“ - აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
კონფერენციის მიზანი კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება გახლდათ. განხილულ იქნა, როგორც გამაჯანსაღებელი, თერმული,
ბალნეოლოგიური და მთის კურორტების განვითარების გზით ეკონომიკური პოტენციალისა და სოციალური სარგებლის მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობა, ასევე დარგის განვითარებაში ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის სტიმულირებისთვის, მიმზიდველი მიმართულებების განვითარების საჭიროება.
კონფერენცია მოიცავდა სამ ძირითად მიმართულებას: