
ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს დელეგაციამ ეკონომიკური გაცვლის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (JGCCI) ორგანიზებით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ეკონომიკური გაცვლითი ფორუმის მონაწილეეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლელა ფოცხვერაშვილმა ფორუმზე საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების მიზნებზე, სამომავლო ხედვებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაცია წარადგინა. ეკონომიკური გაცვლის ფორუმში იაპონიის სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, ტურიზმის ასოციაციების, კვლევითი ინსტიტუტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სააგენტოს დელეგაციამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თეიმურაზ ლეჟავასთან ერთად, სამუშაო შეხვედრები გამართა იაპონიის სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, კერძო კომპანიების კვლევითი ცენტრებისა და ტურისტული ასოციაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე კურორტების მართვის მოდელებზე, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს. შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის კურორტებისა და სპა ტურიზმის განვითარების მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება იუგავარა–წყალტუბოს დამეგობრების ინიციატივას დაეთმო, რომელიც ორ ქვეყანას შორის ბალნეოლოგიური კულტურის განვითარების ახალი ეტაპი შეიძლება გახდეს.
ვიზიტის ფარგლებში,საქართველოს დელეგაციამ კანაგავას პრეფექტურის ქ. იუგავარასა და ჩიბას პრეფექტურის ქ. კუჯუკურში, ტრადიციული იაპონური ონსენები და სანაპირო კურორტები მოინახულა, სადაც ადგილზე გაეცნო ინოვაციურ გამოცდილებას, რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და სტუმართმასპინძლობის სტანდარტებს.