სააგენტოს დირექტორმა იაპონიის ელჩს მადლობა გადაუხადა პროექტებისთვის, რომლებიც სააგენტომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ფინანსური ხელშეწყობით, წარმატებით განახორციელა.
ორმხრივ შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო საკურორტო ზონებში იაპონიის მხარის მიერ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ინიციატივებს, ასევე, საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ იაპონიის ბიბლიოთეკებში დაცული წიგნების გაციფრულების საკითხს.
მხარეებმა საქართველოს საკურორტო ინდუსტრიის წარმომადგენელთა იაპონიაში სასწავლო ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობაზეც იმსჯელეს, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და საქართველოს კურორტების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.