ღონისძიება ტურიზმისა და კურორტების სექტორების ოფიციალური პირების, ADB-ის თანამშრომლებისა და ექსპერტებისთვის ურთიერთკავშირისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმას წარმოადგენს. მისი მიზანია მდგრადი ტურიზმისა და კურორტების მიმართულებით ADB-სა და პარტნიორებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვა, განვითარების ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარება და უნარების გაძლიერება ერთობლივი ინიციატივების განსახორციელებლად.
ამჟამად, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, კურორტების განვითარების სააგენტო „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების 2025-2030 წლების სტრატეგიის“ შემუშავების პროექტს ახორციელებს.