სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ექსპერტმა სიტუაციური ანალიზი და კურორტების განვითარების ხედვა წარმოადგინა. განხილვებში, ონლაინ ფორმატით, ასევე მონაწილეობდა ჯონ სოუდონი, საერთაშორისო ექსპერტი ეკონომიკური ანალიზის საკითხებში.
"საქართველო თავისი მდიდარი საკურორტო რესურსებით გამორჩეული ქვეყანაა. შესაბამისად, სტრატეგიის არსებობა აუცილებელი წინაპირობაა საიმისოდ, რომ ხელი შეეწყოს ქვეყანაში კურორტების მდგრად განვითარებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას“ - განაცხადა ექსპერტმა კენიჩი ჰაშიმოტომ.
სტრატეგიულ დოკუმენტზე სამუშაოდ, არსებული მდგომარეობის შესწავლისა და სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად კურორტების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ექსპერტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კურორტები და საკურორტო ადგილები დაათვალიერებინეს.
საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების 2025-2030 წლების გზამკვლევი დოკუმენტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მზადდება.