კურორტების განვითარების სააგენტოს საქმიანობას იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულები გაეცნენ. რეგიონულ შეხვედრაში კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლელა ფოცხვერაშვილი და პროექტების მენეჯერი გიორგი ჯაღმაიძე მონაწილეობდნენ.
სააგენტოს წარმომადგენლები JICA-ს სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს, რომლებიც სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს წარმოადგენდნენ, საქართველოს კურორტების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე, ორგანიზაციის მისიასა და ამოცანებზე ესაუბრნენ.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულების რეგიონული შეხვედრა სისტემატური ღონისძიებაა და სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენელთა შორის თანამშრომლობის ჩარჩოს ჩამოყალიბებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ახალი იდეების გენერირებას ემსახურება.