კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს ჯუნჯი ვაკუის შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ალექსანდრე ონოფრიშვილმა სტუმარს სააგენტოს მიმდინარე საქმიანობა, გამოწვევები, მიღწევები და კურორტების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი მასშტაბური პროექტები გააცნო.
საქართველოს საკურორტო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო ფორმატი და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
კურორტების განვითარების სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაარსების დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ფინანსური ხელშეწყობით, სააგენტოს რამდენიმე წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.