კურორტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე პროფესიული ტრენინგი ჩატარდა.
კურორტების ბუნებრივ რესურსებთან ინტეგრაციაში კინეზოთერაპიის ეფექტურობის საკითხებზე კურორტოლოგები, რეაბილიტოლოგები და კურორტებზე დასაქმებული პერსონალი დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა გადაამზადეს. სწავლება პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა.
კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს კურორტებზე თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების დანერგვას და სერვისების გაუმჯობესებას.