Image 0
Image 1
Image 2
Image 3
Image 4
Image 5
Image 6
Image 7
Image 8
Image 9
Image 10
Image 11
Image 12
Image 13
Image 14
Image 15
Image 16
Image 17
Image 18
Image 19
Image 20
Image 21
Image 22
Image 23
Logo
მოძებნე კურორტი საქართველოში

პროექტები

Project Image

იმერეთი

15 Aug 2023

წყალტუბოს სპა პარკი

წყალტუბოს სპა პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, იმერეთის რეგიონი. წყალტუბო ესაზღვრება ქალაქ ქუთაისს, რომელიც თავისმხრივ მესამე ყველაზე დიდი ქალაქია საქართველოში, თბილისის და ბათუმის შემდეგ. ქალაქი წყალტუბო არის ისტორიული სპა დანიშნულების ადგილი. საბჭოთა კავშირის პერიოდში, წყალტუბო ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბალნეოლოგიურ კურორტად. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, წყალტუბოს ყოველწლიურად დაახლოებით 100 ათასზე მეტი დამსვენებელი სტუმრობდა. წყალტუბოს მთავარ ღირებულებად ითვლება რადონის წყლების ბუნებრივი რესურსი, რომელიც გამოირჩევა ფიზიო-ქიმიური თვისებებით. რადონული წყლის ბუნებრივი ტემპერატურა 33-35 გრადუსია, წლის ნებისმიერ დროს. რადონის წყლებს გააჩნია უნიკალური სამკურნალო მახასიათებლები, რომლებიც ათეულობით სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ქალაქი წყალტუბო შედარებით პატარა ზომის ქალაქია. ცენტრალური პარკის გარშემო სანატორიუმების სარტყელია, რომლის გარეთაც უკვე საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები გვხვდება. წყალტუბოში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი არაფუნქციონირებადია.
ვრცლად
Project Image

სამეგრელო - ზემო სვანეთი

25 Aug 2023

ტობავარჩხილის ტბები

ტობავარჩხილის ტბები ადმინისტრაციულად მიეკუთვნება სამეგრელო-ზემო სვანეთის წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს აღმოსავლეთით მარტვილის, სამხრეთით ზუგდიდის, ჩრდილოეთით მესტიის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, ხოლო დასავლეთით - აფხაზეთის ავტონომიური რესპლუბლიკა. ტობავარჩხილის ტბებზე ასასვლელი ძირითადი მარშრუტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან იწყება, თუმცა ასევე არსებობს ტბებამდე მიმავალი ბილიკები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურიდან და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშიდან. სოფელ მუხურთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი ქალაქია ზუგდიდი, ხოლო ყველაზე ახლომდებარე აეროპორტი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. დედაქალაქიდან მუხური 327 კმ-ით არის დაშორებული. ტობავარჩხილის ტბებიდან მთავარი მიზიდულობის წერტილია დიდი ტობავარჩხილის ტბა, იგივე დიდი ტობა, რომელიც ზღვის დონიდან 2,650 მ სიმაღლეზე მდებარეობს. დიდი ტობას გარდა, ტობავარჩხილის ტბებში მოიაზრება: ოხოჯეს იგივე პატარა ტობა, ოკარეს ტობა, დიდიღელეს ტობა, კალალიშ ტობა, და წაქაწყარიშ ტობა.
ვრცლად
Project Image

სამცხე-ჯავახეთი

14 Mar 2023

აწყურის ციხე

აწყურის ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 924 მ სიმაღლეზე მდებარეობს (გეოგრაფიული კოორდინატები: 41°43'41.56"N 43° 9'56.64"E). ციხესთან მისვლა შესაძლებელია საავტომობილო მაგისტრალიდან, მდინარე მტკვარზე არსებული საავტომობილო ხიდის გადაკვეთით. ციხე ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან იხსენიება. ციხე იდეალურად არის შერწყმული კლდოვან რთულ რელიეფს, მასში შესვლა მხოლოდ ვიწრო გვირაბით არის შესაძლებელი. ციხის ტერიტორია სხვადასხვა დროის მრავალ სამშენებლო ფენას მოიცავს. ამჟამად მიმდინარეობს ციხის საკონსერვაციო სამუშაოები. აწყურის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. აწყურის ციხის ტერიტორიაზე ამჟამად ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის, მიმდინარეობს ციხის სარესტავრაციო სამუშაოები. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აწყურის საგუშაგოს არეალში არის მარკირებული საფეხმავლო მარშრუტი.ციხის მიმდებარედ სოფელ აწყურში ფუნქციონირებს რამდენიმე მცირე მარკეტი, საოჯახო სასტუმრო და კვების ობიექტი.
ვრცლად
Project Image

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

23 Oct 2023

ღომას მთა

ღომას მთა აჭარაში, შუახევისა და ქედას მუნიციპალიტეტებში მდებარეობს, აჭარაშავშეთის ქედის ერთ განშტოებაზე. საჯარო რეესტრის მიხედვით, ღომას დასახლება (იაილა ღომა) შუახევის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ხვდება, ხოლო ღომას მთის ნაწილი, ისევე როგორც წინაველას მთა ქედას მუნიციპალიტეტის საზღვრებშია. ღომას ტერიტორია ზღვის დონიდან 1,900 მეტრიდან იწყება და 2,400 მეტრამდე აღწევს. საკვლევ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელია თბილისიდან ახალციხე-ადიგენი-გოდერძის უღელტეხილის გავლით 6 საათსა და 45 წუთში (322 კმ). დაახლოებით იმავე დროშია შესაძლებელი ბათუმის გავლითაც წვდომა, თუმცა სამანქანო დისტანცია ამ შემთხვევაში 429 კმ-ს შეადგენს. ქალაქ ბათუმიდან წვდომა ღომას მთაზე 2 საათზე ნაკლებშია შესაძლებელი.
ვრცლად
Project Image

ქვემო ქართლი

12 May 2023

ჩერეპანოვსკოე / ნადარბაზევის ტბა

ჩერეპანოვსკოეს (ნადარბაზევის, მთვარის ტბა) მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ირაგის თემის ფარგლებში, სოფელ ჯიგრაშენის ჩრდილოეთით, სოფლის კუთვნილი სავარგულების მახლობლად, ზღვის დონიდან 1420 მეტრზე. თითქმის სრულად დაჭაობებული ტბა საკმაოდ მოშორებულია დასახლებული პუნქტებიდან.ტბის ქვაბულის ფართობი არის 1,83 კმ2, მაქსიმალური სიგრძე 608 მეტრი, ხოლო მაქსიმალური სიგანე 308 მეტრი. დღეისათვის, ჩერეპანოვსკოეს (ნადარბაზევის) ტბის წყალი ძირითადად გამოიყენება სამეურნეო მიზნებისათვის (შინაური ცხოველების წყლის დასალევად). ამასთანავე, ტბასთან მდებარეობს ცხვრის გადასარეკი ცენტრალური გზაც.ტბის სიახლოვეს მდებარეობს მდინარე „ასლანკა“, რომლის ძველი სახელია „ტორნე“. XIX საუკუნეში ხეობაში ჩასახლებულმა ეთნიკურად რუსებმა მდინარეს „ასლანკა“ უწოდეს. ვახუშტი ბაგრატიონი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ში წერს: „...ერთვის ქციას ჴევი ტორნე, ირაგის ჴეობის მდინარე. გამოსდის ბენდერის მთას, მოდის სამჴრით. არამედ ჴეობა ესე არს ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირ-ფრინვლიანი, მოსავლიანი, გარნა ბენდერის მთის კერძოდ, ვითარცა სხუა მთის ალაგნი.ჩერეპანოვსკოეს (ნადარბაზევის) ტბის ჩრდილოეთით, თეთრიწყარო-ივანოვკის გზაზე მდებარეობს IX-X საუკუნეებით დათარიღებული ნადარბაზევის სასახლე, ვახუშტი ბატონიშვილი მას თამარ მეფის ნასასახლევს უწოდებს. ნადარბაზევის სასახლის კომპლექსი განლაგებულია შემაღლებულ ადგილზე, გარს ერტყა გალავანი. შემორჩენილია სასახლისა და საცხოვრებელი სახლის ნანგრევები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნადარბაზევში აღმოჩენილია წყალსადენი, რომლის სათავე სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მილსადენი სასახლის გალავანს ჩრდილოეთიდან ადგება, გაედინება მის ქვეშ, მიემართება ზედა მხარისაკენ, უვლის სასახლეს სამხრეთის მხრიდან და ახლოს მდებარე აგურის შენობასთან იკარგება. იგი შედგენილია ცალკეული კერამიკული მილებისაგან. წყალსადენი აგებულია მძლავრი ჭავლის პრინციპზე, რაც მილსადენის კვეთის თანდათანობით შემცირებითაა მიღწეული. წყლის წნევის დასაძლევად მილების კვეთის სისქე თანდათან იზრდება. მილსადენის მოსაწყობად ნიადაგსა და კლდეში ქვის ფილებით შემოღობილი არხია გაჭრილი, რომელიც დუღაბის სქელი ფენითაა ამოლესილი. მილებს ზემოდან ქვიშის ფენა ფარავდა, რომელიც მომწვანო ფერის ფილაქნითაა გადახურული. წყალსადენი აგებული უნდა იყოს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. ჩერეპანოვსკოეს (ნადარბაზევის) ტბის წყლის რეგულირების საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია წყალსადენის აღდგენა.
ვრცლად
მოძებნე

კურორტები საქართველოში

აირჩიეთ
რეგიონი
დამატებითი ფილტრი

სიახლეები

სიახლეები

კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“ გაიმართა. საქართველოს საკურორტო ინდუსტრიის მომავალი განვითარების შესახებ მოხსენებებით აუდიტორიის წინაშე ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო თეზისის ავტორი 18 სტუდენტი წარსდგა. 3 საუკეთესო მომხსენებელს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლებმა. „სტუდენტური კონფერენციის ორგანიზებით, კურორტების განვითარების სააგენტომ შექმნა ყოველწლიური პლატფორმა ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ სექტორის წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების გაზიარება. საქართველოს კურორტების განვითარების მომავლით სტუდენტების დაინტერესება, დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობა, და ზოგადად, მათი ენთუზიაზმი და ჩართულობა გვიმყარებს იმ მოლოდინს, რომ საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი წარმატებული იქნება“. - განაცხადა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით გამოსვლისას. ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა და მას პროფესორ-მასწავლებლები, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებიდან 100-ზე მეტი სტუდენტი და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. კონფერენციის ფორმატში განხილული იქნა სტუდენტური თეზისები საქართველოს კურორტების მოდერნიზების, ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა კურორტების, მდგრადი განვითარების, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, ინოვაციური მიდგომების დანერგვის და სხვ მიმართულებით.ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, სასტუმროების ქსელი „მარკო პოლო“ და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ზუმერი“.
ვრცლად
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის EHTTA მიწვევით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაციამ სპა მემკვიდრეობის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპა-ქალაქ სარატოგა სპრინგსში (ნიუ იორკის შტატი) გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, „ევროპის თერმული მემკვიდრეობის“ კონფერენციაზე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. მან აუდიტორიას საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების ისტორია და კურორტების განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები გააცნო. საფესტივალო პროგრამის ფარგლებში, კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაცია, EHTTA -ს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ასოციაციის წევრის სტატუსით, შეხვდა სპა-ქალაქ სარატოგა სპრინგსის მერს ჯონ საფორდს, ნიუ-იორკის შტატის ტურიზმის განყოფილების აღმასრულებელ დირექტორსა და ვიცე პრეზიდენტს როს ლევის, ნიუ-იორკის შტატის პარკების კომისარსა და შტაბის უფროსს რენდი სიმონსს, სარატოგა სპრინგსის ეროვნული პარკის დირექტორს ალენ ბალ ჩინიანს. გაიმართა B2B შეხვედრები თერმული კურორტების მმართველობაში ჩართულ, ასევე, ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან. „კურორტების განვითარების სააგენტოს, როგორც EHTTA -ს წევრ ორგანიზაციას, მოგვეცა შესაძლებლობა, ამჟამად უკვე ამერიკელ საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს მდიდარი ბალნეოლოგიური პოტენციალი. ამდენად, ევროპის თერმული მემკვიდრეობის ფესტივალს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სააგენტოსთვის, რადგან ხდება საქმიანი კავშირების დამყარება და ურთიერთობის გაღრმავება ევროპულ თუ ამერიკულ პოტენციურ პარტნიორებთან." -აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა. ოფიციალური ნაწილის გარდა, საფესტივალო პროგრამა ტურისტულ გამოფენასაც მოიცავდა, სადაც 2 დღის განმავლობაში ჩრდილო ამერიკის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების და მათ რიცხვში, როგორც ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების მარშრუტში შემავალი დესტინაციის - საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების მდიდარ მემკვიდრეობას. SPA მემკვიდრეობის საერთაშორისო ფესტივალს 300-მდე ექსპერტი, საზოგადოების ფართო წრეები და მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ კურორტების განვითარების სააგენტო ფესტივალზე წევრი EHTTA წევრი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობდა. სააგენტო ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი გასულ თვეში გახდა. საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინ უძღოდა წარმატებით განხორციელებული არაერთი ერთობლივი აქტივობა. ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA) არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის UNWTO აფილირებული წევრი. ორგანიზაცია ევროპის 18 ქვეყნის 51 წევრს აერთიანებს.
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო "ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის" (EHTTA) წევრად აირჩიეს. წევრობის დამადასტურებელი სიგელი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა იზაბელ გრეგუარმა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორს ალექსანდრე ონოფრიშვილს 20 სექტემბერს, ბელგიის სამეფოში, ლიეჟის პროვინციის ქალაქ სპაში გამართულ EHTTA-ს საშემოდგომო გენერალურ ასამბლეაზე საზეიმოდ გადასცა. „დღევანდელი თარიღი მნიშვნელოვანია სააგენტოს და საქართველოს კურორტების ისტორიაში. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმა და კონტაქტები და ევროპულ საზოგადოებას უკეთ გავაცნოთ საქართველოს მდიდარი საკურორტო პოტენციალი“ - აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) საშემოდგომო გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს გაწევრიანების საკითხთან ერთად, წევრი სახელმწიფოების სპა მემკვიდრეობის საკითხები, თერმული კურორტების განვითარების შესაძლებლობები, თანამედროვე ტენდენციები და ხედვები განიხილებოდა. ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA) არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის UNWTO აფილირებული წევრი. ორგანიზაცია ევროპის 18 ქვეყნის 51 წევრს აერთიანებს, EHTTA-ში გაწევრიანება საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირებას, პოპულარიზაციას, კომერციალიზაციასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ვრცლად
კურორტების განვითარების სააგენტომ საფრანგეთის გრანდ მასივის სამთო-სათხილამურო კურორტების დელეგაციას უმასპინძლა. საფრანგეთის ალპების სამთო-სათხილამურო კურორტის არეალის გრანდ მასივის GMDS (Grand Massif Domaines Skiables) წარმომადგენლები, საქართველოს, კურორტების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ეწვივნენ. ვიზიტის განმავლობაში, სტუმრებმა ბალნეო-კლიმატური კურორტი მუაში, ზესხოს ხეობა, ყორულდაში, სათხილამურო კურორტები: ჰაწვალი, ზურულდი და თეთნულდი, ასევე, პოტენციური სამთო კურორტი - მრავალძალი მოინახულეს. „კურორტების განვითარების სააგენტომ საქართველოს 200-ზე მეტი კურორტი, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი შეისწავლა. მათ შორის არის მრავალძალი, რომელსაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია. ისეთ სოლიდურ კომპანიასთან თანამშრომლობით, როგორიცაა გრანდ მასივი, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა კურორტების დაგეგმარება-პროექტირების უახლეს სტანდარტებსა და მეთოდებს გავეცნოთ”. - აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა. კურორტების განვითარების სააგენტოსა და საფრანგეთის კურორტების მართვის ხუთეულში შემავალ კომპანიას GMDS (Grand Massif Domaines Skiables) შორის გაფორმებული მემორანდუმი ორი ქვეყნის კურორტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებას ითვალისწინებს. საფრანგეთის დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრებში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ სსიპ სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, მთის ტრასების სააგენტოს, ასევე, ლენტეხის, მესტიისა და ონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია - "კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები" გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა - ალექსანდრე ონოფრიშვილმა. კონფერენციას დაესწრო 350-მდე მონაწილე და მოხსენებები გააკეთეს მსოფლიოს ისეთმა წამყვანმა ექსპერტებმა, როგორებიც არიან: მარკოს დანასი -ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) ვიცე-პრეზიდენტი; მედიცინის დოქტორი ლადისლავ შპიშაკი -კარლოვი ვარის ბალნეოლოგიის ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე; დოქტორი ჟერარ ანდრე -Tempo Hospitality Consulting S.A.-ს მმართველი დირექტორი და სხვა 10-მდე საერთაშორისო ექსპერტმა.„დღევანდელი ღონისძიება გამორჩეულია, რადგან კონფერენციაზე წარმოდგენილნი არიან სახელმწიფო, კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. ასეთი მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარება გამოწვევების გადაჭრის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის. დარწმუნებული ვარ, რომ კურორტების განვითარება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და დღევანდელი კონფერენციაც ერთ-ერთი შესაძლებლობაა კურორტების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, რათა მომავალ თაობას ეს სიმდიდრე შევუნარჩუნოთ. მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა პოზიტიური ცვლილებების საწინდარი იქნება“ - აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა.კონფერენციის მიზანი კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება გახლდათ. განხილულ იქნა, როგორც გამაჯანსაღებელი, თერმული, ბალნეოლოგიური და მთის კურორტების განვითარების გზით ეკონომიკური პოტენციალისა და სოციალური სარგებლის მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობა, ასევე დარგის განვითარებაში ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის სტიმულირებისთვის, მიმზიდველი მიმართულებების განვითარების საჭიროება.კონფერენცია მოიცავდა სამ ძირითად მიმართულებას:კურორტის მდგრადი განვითარება: ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივებიკეთილდღეობა და ბალნეოლოგია ჯანდაცვისა და კეთილდღეობის სფეროშიკურორტების განვითარების ეკონომიკური და სოციალური გავლენა.
ვრცლად

პარტნიორი ორგანიზაციები

Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia
Georgia